ლადო სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შესახებ: “რა სამარცხვინო და დამამცირებელია, იყო “ნაცმოძის” წევრი! იყო გამყიდველი, მოძალადე, აგენტურული პარტიის წევრი – ოფიციალური გიჟის მეთაურობის ქვეშ”

9

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობისთვის მზადებას ეხმაურება.

“ნაციონალური მოძრაობა” ყრილობის ჩასატარებლად ემზადება – პარტიის ლიდერებმა შეკრება დაიწყეს.

რა სამარცხვინო და დამამცირებელია, იყო “ნაცმოძის” წევრი! იყო გამყიდველი, მოძალადე, აგენტურული პარტიის წევრი – იყო ოფიციალური გიჟის მეთაურობის ქვეშ!

ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის პარტიული შეკრება, ეს არის “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინას” სააკაშვილისეული რიმეიქი! შეხედეთ ამ ყველაფერს შორიდან … სულიერად ავადმყოფები (იმედია, ვთანხმდებით, რომ სააკაშვილის მიმდევარი ვერ იქნება ფსიქიკურად მდგრადი პიროვნება) ირჩევენ მთავარ სულიერად ავადმყოფს, რომელიც დაემორჩილება ნელსონ-ნაპოლეონ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის არარეალურ და არაამქვეყნიურ ხუშტურებს! საბრალონი…

ვიზიარებ თქვენს სულიერ და ფსიქიკურ მწუხარებას!“ – წერს სადღობელაშვილი.