ირაკლი კირცხალია: “პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლისღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა. შემდეგ მოვიდა დავალება – როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. ისინი დავალების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამენ”

8

“პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად – იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია – როდესაც სისხლისღვრა იყო, სრულიად 100%-ით მათი პოლიტიკიდან გამომდინარე, ბიჭების სისხლი არ იყო შეშრობილი მიწაზე, როდესაც ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ როგორი მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა და როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი; თუ როგორი მნიშვნელოვანია რუსული ინვესტიციები. რუსულ ფულს თურმე სუნი არ უდის და ჩვენს ქვეყანაში უნდა შემოსულიყოღ რუსული ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე ობიექტი, სტრატეგიული ობიექტები, გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

„ძალიან კარგად გვახსოვს შემდეგ მათი დამოკიდებულებები საერთაშორისო ასპარეზზე. კიდევ ერთხელ, რეზოლუციას გავახსენებ [ევროსაბჭოს რეზოლუცია N1633] და არა მხოლოდ. ამ ყველაფრის შემდეგ, მათი რიტორიკა ვნახეთ ფორმალურად მათ ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტაციით საქართველოს მოქალაქეები…
.
როდესაც დაიწყო უკრაინაში ის სისხლისმღვრელი ომი, რომელიც უკვე მერამდენე წელია, მიმდინარეობს…
თურმე მაშინ, როდესაც ჩვენი დების, ძმების, მშობლების სისხლი იღვრებოდა, ვხედავდით 100%-ით რუსულ ქმედებას აღსრულების ნაწილში და მხოლოდ და მხოლოდ ანტირუსულ რიტორიკას.

ახლა რას ვხედავთ? ისევ და ისევ, როგორც კი მოვიდა დავალება და არაერთხელ გვითქვამს, ისინი დავალების გარეშე ვერცერთ ნაბიჯს ვერ დგამენ ვერცერთი მიმართულებით – თურმე, უკრაინაში თუ მიმდინარეობს ომი, ჩვენ როგორ ვართ აქ? როგორ ვართ მშვიდობით? და თურმე, როგორი ცუდია რუსეთი მაშინ, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობს ეს ომი. რა თქმა უნდა, ეს იყო პროპაგანდის მანქანის ერთ-ერთი ნაწილი, ის სცენარი, რომელიც მოვიდა, რომ ჩაეშალა აქაურ აგენტურას რეგიონში და მათ დაიწყეს ამ სცენარის მიხედვით მოქმედება.

მაგრამ, საბედნიეროდ, და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან სწორი განაჩენი გამოუტანა ამ აგენტურას და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის, იმიტომ, რომ შეგახსენებთ: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა იმ საგამოძიებო კომისიის შემდეგ, სადაც ძალიან ნათლად იყო ამათი აგენტურული საქმიანობა გამომჟღავნებული და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ახლად შეერთებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების.

ამ ყველაფრის შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ბედავენ და გამოდიან, ცდილობენ, რომ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას. ყოველ დღე, დღითიდღე და, განსაკუთრებით, როდესაც ასეთი თარიღი [8 აგვისტო] ახლოვდება, კიდევ უფრო შესამჩნევია და კიდევ უფრო გამწვავებულია ის შეურაცხყოფა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან. თუნდაც არ დაგვავიწყდეს იმ თარიღით აპელირება, არ დაგვავიწყდეს ის ბრძანებულება, როდის მოაწერა ბატონმა სააკაშვილმა ხელი, რომელი რიცხვი იყო, რომელ რიცხვში აღნიშნავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ასევე როგორ სპეკულირებენ ამ თემით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ეს წერილი იყო შეხსენება ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რას ნიშნავს აგენტი, თუ რას ნიშნავს უსამშობლო და თუ რა იყო მათი სახე და რა არის მათი სახე დღეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.