ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის ამოქმედების შესახებ: “ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს”

36

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია კანადაში უცხოური გავლენის რეესტრის ამოქმედებას გამოეხმაურა.

„ჩვენ მივიღეთ ყველა კანონი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებსა და უსაფრთხოებას და შემდეგ აღმოჩნდა, რომ, თურმე, ყველას სჭირდება ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ფუნქციონირებს. ამ აგენტურის რიტორიკით, თურმე, კანადის უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა, და საქართველოს უსაფრთხოებაზე ფიქრი, თურმე, ქვეყნის ღალატია.

ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და უსტანდარტობის, როგორითაც ისინი გვიდგებიან. ეს არის ის ხალხი, რომელიც დღეს დემოკრატიის მანტიაში გახვეული მოქმედებს საუკეთესო საბჭოური გამოცდილებით“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის: კანადაში უცხოური გავლენის რეესტრი ამოქმედდა. მედიის ცნობით, ახალი რეესტრი ორი წლის წინ უცხოური გავლენის შესახებ მიღებული კანონის ფარგლებში ამოქმედდა.