ირაკლი კირცხალია: “ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით, 1 %-საც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის; ჩვენი ეკონომიკა, ალბათ, -14, -16%-ში უნდა გასულიყო და ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო ეკონომიკურად მოწყვლადი. და რატომ იყო ეს დავალება წამოსული? – იმიტომ, რომ ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, თავიანთი ჭკუით, არის ძალიან მარტივად სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია, ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები კონტრპროდუქტიულად მუშაობს”

20

“თუ ვინმემ რამე უნდა შეახსენოს მათ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი გუნდი ყოველთვის შეახსენებს, თუ სად იყვნენ, საიდან მოდიან და როგორ ბინძურ პოლიტიკას ემსახურება ეს აგენტურა.

სახეცვლილება ვნახეთ – რას აკეთებდნენ, როგორ იქცეოდნენ რუსეთთან მიმართებით და როგორ იქცეოდნენ შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დროს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

„ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ წინსვლაში.

ჩვენ უნდა გადაგვეკეტა ეკონომიკური თუ არაეკონომიკური ურთიერთობა – ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმი თუ ა.შ. რუსეთის ფედერაციასთან. უხეში დათვლით, 1%-საც ვერ ვეხებოდით რუსეთის ეკონომიკის და ჩვენი ეკონომიკა, ალბათ, -14%, -16%-ში უნდა გასულიყო და ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო ეკონომიკურად მოწყვლადი.

და რატომ იყო ეს დავალება წამოსული და რატომ აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ჩვენ ეკონომიკურად მოწყვლადი ვყოფილიყავით? – იმიტომ, რომ ის ქვეყანა, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი; ის ხალხი, ის საზოგადოება, რომელიც არის ეკონომიკურად მოწყვლადი, შემდეგ, თავიანთი ჭკუით არის ძალიან მარტივი სამართავი. მათ არ იციან საქართველოს ისტორია; მათ არ იციან ქართველი საზოგადოების ხასიათი და ეს ფუჭი მცდელობები მათი მისამართით კონტრპროდუქტიულად მუშაობდა და მუშაობს.

თითოეული მათი ბრალდება არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, უტიფარ ტყუილზე დაფუძნებული“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.