ირაკლი კირცხალია: “უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, – რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. ამ დროს, ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი”

6

“უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დროს გვეუბნებოდნენ, – რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. ამ დროს, ბალტიისპირა ქვეყნებიდან რუსეთში 400 და 500 პროცენტით იყო გაზრდილი სპირტის ექსპორტი”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„გამოდიან ახლა ერთმანეთის მიყოლებით და ამბობენ, როგორი მნიშვნელოვანია ენერგომატარებლებთან მიმართებით რუსეთთან ურთიერთობა და როგორ ნანობენ ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთთან მიმართებით მიიღეს.

ჩვენი პარტნიორები – ჩინეთი, შუა აზიის ქვეყნები რიგში დგანან, პირველი რომელი გააფორმებს სტრატეგიულ თუ ეკონომიკურ პარტნიორობას და საქართველოს, თურმე, ამის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა კირცხალიამ.