“სტრასბურგის გადაწყვეტილებებს რომ დავუბრუნდეთ: გადახედეთ ბოლო გადაწყვეტილებას, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ვიმუშავეთ და ღირსება დავუბრუნეთ ღირსებააყრილ ჩვენს ჯარისკაცებს. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ეს იცის ყველამ. ისიც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თუ დავიწყებთ რუსეთთან საუბარს, ერთი პირობით – პირველი საკითხი უნდა იყოს დეოკუპაცია და დეოკუპაციის დაწყების შემდეგ ნებისმიერ საკითხზე ვართ სასაუბროდ მზად”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტის კითხვას – „როგორ შეგიძლიათ, აგვისტოს ომზე ისაუბროთ ისე, რომ რუსეთზე არაფერი თქვათ და ისაუბროთ “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობებზე?“ – კირცხალია პასუხობს:
„როდესაც სტრასბურგს აგვისტოს ომთან მიმართებით მიხსენებ, ვინც მესიჯი მოგწერა, ეს კითხვა დაუსვიო, უნდა უთხრა იმას, რომ ეს ჩვენთვის – “ნაციონალური მოძრაობისთვის” წამგებიანი პოზიციაა და ეს კითხვა და აღარ დამასმევინოთ-თქო. ყველამ უნდა ამობეჭდოთ ის რეზოლუცია, როგორ გაყიდეთ ჩვენი ქვეყანა, როგორ მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს.
წლების განმავლობაში ასობით საგამოძიებო მოქმედება დაგვჭირდა, მათ შორის, გადამალული საბრძოლო მასალის ნაწილების შესახებ, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო დამალული.
“ქართულ ოცნებას” გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. პირადად ამ გუნდის დამსახურებაა, რომ იმ ღალატს, რომელიც ამ უსამშობლოებმა სხვადასხვა ინსტიტუციაში გააფორმეს, წერტილი დავუსვით და ქვეყანას ღირსება დავუბრუნეთ. და ჩვენ გვეუბნებით, რომ რუსეთზე ვსაუბრობთ. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? სირცხვილია ამ კითხვის დასმა. როგორ დადგა ეს შედეგები? ბერლინზე ვსაუბრობდი სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
ყოველი წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ ღალატობთ ქვეყანას. ყოველ დღე და ყოველ წუთს ყიდის თქვენი პარტია სამშობლოს. 2008 წელს სააკაშვილმა სამშობლო გაყიდა, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარა. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში ოკუპანტი შემოვიდა და ჩვენი დებისა და ძმების სისხლი დაღვარეს. ამ ყველაფერს კი სათავეში კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ედგა“, – განაცხადა კირცხალიამ.


