პრემიერი: “ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან დაკავშირებადობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან”

26

“საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„ასევე, შედგა შუა აზიის ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტები საქართველოში – ეს იყო უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები ყაზახეთთან და უზბეკეთთან.

რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებებს, ზოგადად, ჩვენს თანამშრომლობას შუა აზიის ქვეყნებთან აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა და, ასევე, განსაკუთრებული ეკონომიკური დატვირთვაც. საქართველო 7 ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის.

მომავალშიც, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.