ირაკლი კობახიძე: “სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები. ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს დაემატა ტურიზმის პროგრამები. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა”

31

“სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„ჩვენი ამოცანაა, მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში. ასევე ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები.
ესეც არის რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი.

მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა, რომელიც არის კომპლექსური, რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის რეფორმას და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.