ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ, საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ეს არის ტყუილი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს.
2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და, სამწუხაროდ, ბოლომდე არ გამოძიებულა. ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას.
ყველაფერი დალაგდა და გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვანი რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა. ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა, ვინც არიან.
რაც უფრო სახიფათოა, ეს ხალხი დღესაც მოგვიწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ხმლები ვიშიშვლოთ. გასაგებია, რატომაც აკეთებენ ამას. უნდათ, აგვისტოს ომის განწყობებზე ითამაშონ და მათი ჭკუით „მაგრები“ გამოჩნდნენ…
სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ აქ უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ.
ქილიკით არ ვამბობ, ეს სამწუხარო ამბავია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი შედეგია იმ პროცესების, რომლებიც ბოლო ათწლეულები მიმდინარეობს ჩვენთან და ჩვენ გარშემო“, – წერს ანჯაფარიძე.


