საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.
ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია.
ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


