ზაალ ანჯაფარიძე: “მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება, მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ, რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი, თუ აშშ-ის საელჩოსა და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით, ამის უფლება, თურმე, არ უნდა ჰქონდეს”
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
„რა გამოდის: მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება, მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ, რომ დასავლეთის ფავორიტია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას, თუ აშშ-ის საელჩოსა და სხვა დასავლელი აქტორების „ლოგიკას“ დავეყრდნობით, ამის უფლება, თურმე, არ უნდა ჰქონდეს.
სწორედ ორმაგი სტანდარტები და მიდგომებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ აშშ და ევროპა საქართველოსთან მიმართებით ამ მავნე ტვირთისგან თავისუფლდებიან“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.


