ირაკლი კობახიძე: “დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის”

8

“დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება.

კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად იქნება სათანადო ვადებში განხორციელებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.