“ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც“ კი არის მართლა ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინოა, ამაზრზენია ეს, რაც თქვა ამ კონკრეტულმა “ნაციონალმა“, – განაცხადა პრემიერმა.


