“ბათუმის საზღვაო აკადემიაში იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერებაც”, – განაცხადა პრემიერმა.


