ლაშა ფარულავა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” რუსეთთან მიმართებით რიტორიკაზე: “არა მხოლოდ მკაცრი იყო, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე”

12

ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს:

„არა მხოლოდ მკაცრი იყო, საქართველო იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ასპარეზზე“, – აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა.