გიგი წერეთელი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით: “მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე რუსეთის მიმართ”

9

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მკაცრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგი წერეთელი პასუხობს:

„მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე [რუსეთის მიმართ]. იყო ისტორიული პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ფიქრობდა ამას“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილზე, რომელშიც ის ხაზს უსვამს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა.