“ჩვენი პასუხი დაიწყო 7 აგვისტოს. ეს არის დოკუმენტირებული ფაქტი, მათ შორის, საკმაოდ წინააღმდეგობრივ „ტალიავინის დასკვნაშიც“ წერია, ქართულ-რუსული საზღვარი როდის გადმოკვეთა ძირითადმა ნაწილმა რუსეთის ფედერაციის ძალებისა და ეს არის 7 აგვისტოს გვიან საღამოს. ეს არის ფაქტი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
კითხვაზე, მაშინ რატომ დაწერა სამხედრო მოქმედებების დაწყების თარიღად მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტო, ბარამიძე აცხადებს:
„ჩვენ მოქმედებები, მათ შორის, პასუხი დავიწყეთ 8-ში. ძირითადი ნაწილი იყო, ბუნებრივია, 8-ში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ რეაგირება უკვე 7-ში – იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ, რომ 7-ში შემოდიოდა ეს ძალა. ანუ გაუგებარი და საკამათო აქ არაფერი არ არის“, – აცხადებს ბარამიძე.


