არჩილ გორდულაძე: “გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია”

13

“გიორგი ბარამიძემ რაც თქვა, პირდაპირ ქვეყნის ინტერესების ღალატია. იმის თქმა, რაც ბუნებაში არ ყოფილა, ემსახურება სხვა ქვეყნისა და ძალების ინტერესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია, ბარამიძეს ქვეყნის ინტერესების დაზიანების სურვილი ამოძრავებდეს.

„ბარამიძის მხრიდან თავის ვაიმართლება ვნახეთ. ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა სიგრძე ენა აქვს გიორგი ბარამიძეს, მაგრამ ჭკუა რომ მოკლე აქვს, ამაში საზოგადოება დარწმუნდა. ეს ადამიანი ამ ყველაფერს თავისი ისტორიით და ქმედებებით ამტკიცებს. ეს ყველაფერი საეჭვოდ აგვისტოში ხდება. შესაძლებელია, ამის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანების სურვილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც მე-11 მუხლში მითითებულია, რომ თურმე ქართველმა ჯარისკაცებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ამ ყველაფერს ამ ადამიანებმა მხარი დაუჭირეს. რომ არა „ქართული ოცნება“ და იუსტიციის სამინისტრო, საერთაშორისო სასამართლოებში ვერ მოხდებოდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია უფლებების დარღვევას. ამ მოღალატეებმა მხარი ამ ჩანაწერებს დაუჭირეს. ახლაც იმავეს აგრძელებენ. ამის ერთ-ერთი წარმომადგენელია ბარამიძე, რომელსაც გვარამია ენაგრძელს უწოდებს. რა უნდა გვიკვირდეს იმ ბარამიძისგან, რომელიც იმ სისტემის ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანაში მოქმედებდა?“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.