პრემიერი: “18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას, ჩვენ გვეკისრება ვალი მათ წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”

13

“18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგვისტოს ომის გმირების პატრიოტიზმი არის სამაგალითო.

“18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.  მათი მაგალითი უნდა იყოს განმსაზღვრელი თაობებისთვის, მათი პატრიოტიზმი არის სამაგალითო და რა თქმა უნდა, ჩვენ გვეკისრება ვალი ამ გმირების წინაშე, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მათი ოცნების ასახდენად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.