ანზორ მარგიანი გია ბარამიძეზე: „ომში მაგას არ უომია. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო“

13

„ჩამოდიოდა ჩვენთან ოჩამჩირეში. რომ ჩამოვიდა მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“, – განაცხადა გია ბარამიძის განცხადების შეფასებისას „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე ანზორ მარგიანმა.

მარგიანი ქართველი სამხედროების მიერ ტყვეების დახვრეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ტყუილს უწოდებს.

„იცრუა და ტყუილი თქვა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო. 120 კაცი მყავს გამოყვანილი და როგორ გამოვიყვანდი, თუ ტყვეები არ მეყოლებოდა, ვინ მომცემდა ისე. გია ბარამიძე რომელი ტყვეების გამცვლელი იყო. ომში მაგას არ უომია. ჩამოდიოდა ჩვენთან. ოჩამჩირეში რომ ჩამოვიდა, მოითხოვა „კასკა“ და „კასკა“ ჰქონდა „კლიჩკა“. დადიოდა, სურათებს იღებდა და გამორბოდა თბილისში. მერე ხან სოხუმში ჩადიოდა და ხან ჩვენთან იყო. ტყვეების დახვრეტა მაგან სად ნახა. ალბათ დავალება ჰქონდა ვიღაცისგან, თორემ როგორ შეიძლებოდა ამის თქმა, ტყუილის თქმა. რომც იყოს სიმართლე, არ უნდა თქვა ამხელა კაცმა“, – განაცხადა მარგიანმა.

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის კვალიფიკაციით დაიწყო.

საქმე ეხება გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.