„ნაცხელოვანთა“ მორალი და პატრიოტიზმი თარიღებისა და გეოგრაფიული კონიუნქტურის მიხედვით, აგენტონკრატიიდან მიღებული დირექტივების შესაბამისად იცვლება. 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის სცენებზე წლობით საქმიანობა, ხოლო 2022 წელს უეცარი გარდაქმნა „ანტირუს მებრძოლებად“ ურიდებელი ოპორტუნიზმის კლასიკური ნიმუშია”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
“რა თქმა უნდა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ ილიკო სუხიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილის), ნინო ქათამაძისა თუ „რუსი ბანის“ სტატუსით ცნობილი პაატა ბურჭულაძის შემოქმედებით დამსახურებებს. თუმცა, დღეს მათი პათეტიკური განცხადებები პატრიოტიზმსა და სოლიდარობაზე, უბრალოდ, ტრაგიკომიკურია, რადგან თავიდან ბოლომდე სელექციური ე.წ. ანტირუსულობითა და ფარისევლობითაა გაჟღენთილი.
ხელოვანი საკუთარ საქმეს უნდა ემსახურებოდეს და არ უნდა იქცეს უსახურ პოლიტიკურ მარიონეტად. საკუთარი ნებით „ნაცმოძრაობის“ ადეპტის იარლიყის მორგება და აგენტოკრატიის ჭანჭიკად ქცევა, უპირველესად, მათსავე პროფესიულ რეპუტაციას აყენებს დარტყმას. ხოლო მათ, ვინც პაატა ბურჭულაძის მსგავსად საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართავს ხელს, პასუხისგება კანონის წინაშე მოუწევთ”, – წერს აბაშიძე.


