“გიორგი ანწუხელიძის სახელით და ხსოვნით პოლიტიკურ სპეკულაციებს და იმქვეყნიურად მისი სულის მუდმივ შეწუხებას, ბოლო აღარ უნდა მოეღოს?! დაასვენეთ ეს ღირსეული კაცი საფლავში!” – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“და კიდევ საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ის რუსთაველზე “გავაჟკაცებული” მეგაფონისტი ჯეელები, მუდმივად რომ ანწუხელიძის გმირობაზე უნდათ საკუთარი კაპიტალი აკრიფონ, არ მოიქცევიან ისე როგორც ანწუხელიძე, ისეთივე სიტუაციაში რომ ჩავარდნენ”, – წერს ანჯაფარიძე.


