პრეზიდენტი: “განწირული გამარჯვება – ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ, სანამ ქართველი საზოგადოება მავნე ძალას, რომელიც ოპოზიციაში დომინირებს, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება”

38

“გამორიცხულია, რომ დღეს [“ნაცმოძრაობის”] მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში მოვუშვათ. არათუ ხელისუფლებაში უნდა მოვუშვათ, არამედ [არც] პოლიტიკურ სივრცეში. ამათი დღის წესრიგი არის სიძულვილი, პოლარიზაცია, ადამიანების დისკრედიტაცია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ჩვენ დავიწყეთ პროცესების გაჯანსაღება. გვინდა, რომ კანონის ძალით, ზიზღის ენა გავიდეს საჯარო სივრციდან. ეს პროცესი დაწყებულია და მჯერა ჩვენი საზოგადოების, რომ ამ ნიშნულამდე აუცილებლად მივალთ. დღეს, როგორც არასდროს, ისეა ძლიერი ქართველი საზოგადოება.

განწირული გამარჯვება – ეს სიტყვები შეუთავსებელია, მაგრამ სანამ ქართული საზოგადოება ამ მავნე ძალას, რომელიც დომინირებს ოპოზიციაში, არ მიუჩენს თავის ადგილს, ჩვენ „განწირული“ ვიქნებით გამარჯვებისთვის. მუდმივად გავიმარჯვებთ, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება იქნება შეფერხებული, რადგან წარმოუდგენელია ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.