“მე მგონი, ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია. მისი ყოველი განაცხადი, ქმედება უკვე ყველასთვის ნათელია და, მე მგონი, კითხვის ნიშნები ამ პერსონის მიმართ აღარ არსებობს – ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას.
„დაავალეს – ჩაჯდა არაჟნებისა და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში;
დაავალეს და განახორციელა ეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში;
დაავალეს და უთხრეს: „რუსეთი ახლა არ შეიძლება იყოს ოკუპანტი და მტერი – ის უნდა იყოს თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება, გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“.
გაიხსენეთ სენატორების – რიშისა და შაჰინის სიტყვები ინტერვიუდან: „ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნების წაგების შემდეგ წასულიყო“.
როგორ შეიძლება, დღეს დარბოდე პლაკატით „ანწუხელიძე გმირია“ და ომის 2 წლის თავზე ლარსზე იდექი, ტაშს უკრავდი რუს ტურისტებს, სავიზო რეჟიმი გააუქმე, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდე, ინვესტიციებს ითხოვდი რუსეთისგან და კულტურის მუშაკები კრემლში უმღეროდნენ მაშინ რუსეთს – ჩვენი ომის შემდეგ.
არ ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს, მე მგონი, უსამშობლოები ყველაზე კარგი ეპითეტია. როცა სამშობლო გაწუხებს, წარმოუდგენელია მსგავსი ქმედებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


