საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა.
„შეიძლება, შეკრულებიც ხართ რუსეთის ხელისუფლებასთან, რადგან ასე საუბრობთ. არ არის გამორიცხული, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც ბარამიძემ გააკეთა, პირდაპირი მნიშვნელობით მათ [რუსეთის] წისქვილზე დაასხა წყალი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ცნონისთვის: „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.


