მამუკა მდინარაძე ბარამიძის განცხადების შესახებ: “ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე, რეზოლუციის მხარდაჭერით, დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს”

17

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გიორგი ბარამიძის განცხადება მედიასთან შეაფასა.

„ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა, ისევე, როგორც თავის დროზე, რეზოლუციის მხარდაჭერით, დანაშაული დააბრალეს ქართველ სამხედროებს. იგივე მოქმედება მაშინ ჩაიდინეს; ახლა ბარამიძემ დაამატა, რომ ხვრეტდნენ.

მათი საქციელების, ნამოქმედარისა და ნათქვამების „გამპრავებელი“
ჟურნალისტებიც ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ ისინი ამბობდნენ: ბარამიძე დახვრეტაში გულისხმობდა, მტერს რომ ესვრიო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. აქედან რომ იქ ესვრის და იქ ვიღაც კვდება, ეს ყოფილა დახვრეტა, აი, ამ მარაზმულ ლოგიკამდე და „გაპრავებამდე“ მივიდა ჟურნალისტიც კი იმისათვის, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები, ხშირად, ადგილზე ხვრეტდნენ.