“2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან, დაიცვან საკუთარი ამოცანები”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
„სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატე ხელისუფლება, საქართველოს ჰყავდნენ მოღალატე ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ და საერთოდ უგუნურები იყვნენ, თუ რას აკეთებდნენ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ხელისუფლების განცხადებებზე ოპოზიცია სპეკულაციას ცდილობს, ავრცელებენ გაკეთებულ კომენტარებზე დეზინფრომაციას და იყენებენ ოკუპანტებისა და დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებებს.
ხელისუფლების შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას. მათ შორის არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და საქართველოს ომის დაწყება, ქართველ სამხედროებს კი ომის დანაშაულები დააბრალა.


