გიორგი გამსახურდია: “რუსეთუმეებს მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება”

50

გიორგი გამსახურდია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და რომ “ქართული ოცნების” მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება”.

„ეს არის ქვეყნის პატრიოტი მმართველი ძალის და პატრიოტი პრემიერის განცხადება და არა ის, რომ სააკაშვილის ხროვა, ომის მერე, რუს ტურისტებს ლარსზე ხვდებოდა, მერე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ექაჩებოდა; ასევე, მათ მაღალჩინოსნებს ხან მინსკში და ხან მოსკოვში ხვდებოდა. აღარ მაქვს საუბარი მათი მხრიდან ყველაფრის რუსებისთვის მიყიდვაზე.

რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება “ქართული ოცნების” სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება”, – წერს გამსახურდია.