სოზარ სუბარი: “ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის”

45

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ადგილობრივ სახელისუფლებლო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შეხვედრები გვაქვს ხალხთან და მათ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა საკრებულოში ჩვენ გვყავს ფრაქცია და, რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ფრაქციაში არიან წარმოდგენილები ძალიან დაფასებული და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც იცნობს და პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობა.

ეს ძალიან დიდი ძალაა სამომავლო ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის.

შეხვედრებზე ვმსჯელობთ როგორც პარტიის სამომავლო ამოცანებზე, ისე იმაზე, თუ რა სჭირდება რეგიონს, რაში შეგვიძლია დავეხმაროთ და ამოვუდგეთ მხარში მოსახლეობას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.