ნინო ფოჩხუა: “გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას – ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი. ნეტავ, ახლა რას იტყვიან „ადამიანებზე მოფიქრალი“ პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც სამარცხვინოდ იქცეოდნენ”

38

“გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას – ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი და რომელიც არანაკლებად მძიმეა, ვიდრე დიუშენი და ბევრად ძვირი ღირს”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„საქართველოში 60 ბავშვია ამ დაავადებით და, ჯამში, წელიწადში 54 მილიონი ლარია საჭირო. არც მიტინგები და არც აქციები დასჭირვებია ჯანმრთელობის სამინისტროს და მინისტრს, რომ ეყიდა ეს წამალი. ნეტავ, ახლა რას იტყვიან “ადამიანებზე მოფიქრალი” პოლიტიკოსები და ექსპერტები,” რომლებიც, გვახსოვს, თუ როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ“, – წერს ნინო ფოჩხუა.