“უცხოური აგენტურის – თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით, მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ახალი ტალღის მიზანია, ხელოვნურად გააღვივონ რაღაც კამპანია იმისათვის, რომ მიაღწიონ შედეგს. მტრების და უცხოური აგენტურის მიზანია, ამ კამპანიის ხარჯზე მიაღწიონ, მაგალითად, ტურისტული ნაკადების შეწყვეტას საქართველოში, ეკონომიკური კავშირების მოშლას და, საბოლოო ჯამში, დარტყმა მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


