“მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს”, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნებისმიერი ფობია არის დიდი უბედურების წინაპირობა და სწორედ ასეთი ფობიების გაღვივებით იწყება ხოლმე სხვადასხვა სახის დაპირისპირება ერებსა თუ სახელმწიფოებს შორის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დიფ სთეითის ახალ გეგმაზე ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასთან ყველა ბრძოლა გლობალური ომის პარტიამ წააგო, ახალი სცენარით დარტყმა საქართველოს ეკონომიკას ტურისტების შემცირებით უნდა მიაყენონ; სამიზნე რუსი ტურისტია. ყალბი რუსოფობიიის გააქტიურებასაც ირაკლი კობახიძე გეგმის ნაწილს უწოდებს. გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა კონკრეტულ მაგალითები წარმოადგინა.


