პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სვამს რიტორიკულ შეკითხვას და მიუთითებს ორმაგ სტანდარტებზე საქართველოს მიმართ.
„ა! ა, კიდო! ახლა კი რიტორიკული შეკითხვა: თქვენი აზრით, რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები. ანუ, საქართველოს მხრიდან ევროპელების გამოცდილების გაზიარება რას გამოიწვევს შიგ ევროპელების რიგებში. და, ბარემ, მეორე რიტორიკულიც: შედის თუ არა კრემლის ინტერესებში, მათ წინააღმდეგ მებრძოლი ჯანსაღი კონტინგენტი რომ არ იღებს მონაწილეობას რუსეთის განადგურებაში და საქართველოში იმალება. და, ჯანდაბაც, მესამე და ბოლო: არიან თუ არა კრემლის ინტერესების გამტარებელი ისინი, ვინც საქართველოში ევროპის ამ გამოცდილების გაზიარებას აუჯანყდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს დავით ქართველიშვილი.


