თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სარეცხი მანქანების თემასა და საქართველოს გზით რუსეთში ჩიპების შეტანის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს ეხმაურება.
„კიდევ სარეცხი მანქანების რუსეთში შეტანაზე საუბრობენ ჩიპების ამოსაღებად? ყველა სარეცხი მანქანის 80% ჩინეთში მზადდება, თუ მეტი არა. რუსეთს ჩინეთთან 4000 კილომეტრზე მეტი საზღვარი აქვს! 4000! რა ჯანდაბად უნდა საქართველოს ტერიტორია ვინმეს რამის ჩინეთიდან შესატანად, თუ ეს საჭირო გახდა? მძიმე შემთხვევაა, ჭკუასთან ახლო ტყუილიც არ შეუძლიათ!“ – წერს შარმანაშვილი.


