გია აბაშიძე: “რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა -​ მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს”

37

“რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია”, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

​მისი განცხადებით, მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.

​“ეს არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა და ამას ატირაჟირებს ბინძური ნაცმედია.

​მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია.

სამშობლოს გამყიდველების ადგილი საჯარო სივრცესა და სოცქსელებში არ არის – მათი ადგილი გისოსებს მიღმაა!” – წერს აბაშიძე.