გიორგი ვოლსკი ოპოზიციური ალიანსის დაშლის შესახებ: „ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ქვეყნისთვის დამანგრეველი შინაარსის პოლიტიკა“

49

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობის გარეშე არანაირი ალიანსი არ არსებობს. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შინაარსიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

„ერთმანეთთან საპირისპირო აზრი შესაძლოა ჰქონდეთ [ალიანსში], მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვის შეუძლია უკეთ გაატაროს ამ შინაარსის პოლიტიკა და ეს შინაარსი არის დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისათვის. მადლობა ღმერთს, ამ შინაარს არ უჭერს მხარს საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ეს არჩევნებზეც დაადასტურა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.