გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლის შესახებ: „არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?“

42

„ჩვენ მაშინვე დიაგნოზი დავუსვით, რომ ეს ალიანსი ვერც იარსებებდა, არც მომავალი ექნებოდა და სანამ ფორმალურად იარსებებდა, ერთმანეთს დაჭამდნენ“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციური ალიანსის დაშლასთან დაკავშირებით.

„შეკითხვა მაქვს ევრობიუროკრატიასთან, ევროკავშირის ელჩთან, ამ ხალხზე ეუბნებოდით ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ხალხი შექმნიდა ქართულ კოალიციას და ესენი იქნებოდნენ ევროპული ღირებულებების წარმომადგენლები? არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა.