ექსპერტი ირაკლი ლატარია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ვიკა ბუკიას მიერ გიორგი უშიკიშვილის შესახებ დაწერილ პოსტს ეხმაურება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ უშიკიშვილის სასტუმროში რუსი ტურისტები ღამეს ათევენ, თუმცა, “რუსული ღრეობა” იქ არ იმართება.
“უბრალოდ შეხედეთ რა ამაზრზენი და გულის ამრევია კრებსითი ნაცის სახე. სააკაშვილის პროპაგანდისტი ვიკა ბუკიას აზრით, თუ რუსი ტურისტები სასტუმროში გეყოლება, მათგან ფულს აიღებ, მწვადს შეუწვავ, თბილად დააძინებ – ეს თურმე არაა პრობლემა. აი დაბადების დღის გადახდა თუ მოინდომა ოჰოჰოო, ეგ დაუშვებელია თურმე…!
ასეთი უტიფარი და უსინდისოა ზოგადად კრებსითი ნაცი. ესეც იმ სერიიდან არის, ახლა რომ რუსები შეჯავრდათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ რომ ლარსზე ხვდებოდნენ, რუსეთში კონცერტებს მართავდნენ და კარგად გულაობდნენ…” – წერს ირაკლი ლატარია.



