„მოდი, მე მის [ღარიბაშვილის] მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია. ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით – როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება ამაზე უარესიც იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
„ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხოლო მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი , რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.


