მამუკა მდინარაძე: „მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ცდილობს უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებლის მიღებას, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული“

39

„მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ასევე ვილაპარაკო წინა წლებიდან გადმოსულ პრობლემებზე, რაც კორუფციული დანაშაულის შედეგი იყო და დღეს სამწუხარო მემკვიდრეობად გვაქვს. რამდენ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან დამხვდა რამდენიმე პროექტი – ზოგან ხიდი, ზოგან გზა, ზოგან წყალი, ზოგან გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე ცალკეული კონტრაქტორის გამო დღემდე დაუსრულებელია, უხარისხოდაა გაკეთებული“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

„მინდა, გავაფრთხილო ყველა, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული.

არც მე და ხელისუფლების არც სხვა წარმომადგენელი არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმას, რომ სადღაც ბეტონის მარკა დაწიეს, სადღაც დააგვიანეს და ამის გამო მოსახლეობა იყოს პრობლემების წინაშე. ესეც გარკვეული კორუფციული მიმართულებაა და ამასაც უნდა ვებრძოლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ბრალდებებისთვის მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს რეალური. ამასაც გადავიტანთ და ბევრ რამესაც, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.