რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა

61

რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა.

არქეოლოგიურილმა ექსპედიციამ, რუსთავოს შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის – გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია . მონეტის შუბლზე გამოსახულია, მეფე, რომელსაც ხელზე შევარდენი უზის.
მონეტის არეზე, კი ქართული მხედრული წარწერით წერია გიორგი მეფის სახელი და ასოთმთავრული წარწერა – ქორონიკონ 394.

მონეტის უკანა მხარეს, არაბულად იკითხება – მეფეთ მეფე გიორგი, ძე დემეტრესი, მესიის მახვილი”.

რუსთავის სასახლეზე აღმოჩენილი მონეტა, უნიკალურია იმ თვალააზრისითაც რომ, ეს არის დღემდე აღმოჩენილი პირველი ქართული მონეტა, რომელზეც მხედრული წარწერაა დატანილი და ქორონიკონით თარიღება.

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, სასახლის I, III, IV, V ოთახები სრულად შეისწსვლა.

ამ ეტაპზე მომდინარეობს V დარბაზის გათხრები სადაც , კარგად შემონახული ხის იატაკი, დიდი ოდენობით ფეტვი, და მარცვლეული, ფეტვით სავსე თიხის დერგი იქნა ნანახი. მნიშვნელოვანი აღმოჩენები გაკეთდა III ოთახშიც, სადაც უნიკალურად მოხატული ჭურჭელი,. ადგილობრივი წარმოების მინის სასმისები, მოჭიქული და მოუჭიქავი ჯამები, ქვაბ- ქოთანი, მონეტები და სხვა არტეფაქტები იქნა ნანახი. აღნიშნული ექსპონატები XII- XIII საუკინეებს მიეკუთვნება. სასახლის ქვედა ფენებიდან, კი ანტიკური პერიოდის ჭურჭელია ამოტანილი.

რუსთავის ისტორიულ ციხეზე და შუა საუკუკეების სასახლეზე არქეოლოგიური ექსპედიცია რუსთავის მერიის ხელშრწყობით 2025 წელს დაიწყო. უკვე აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები და სასახლის შემორჩენილი დარბაზები, რუსთავის დიდ ისტორიას ადასტურებს. ექსპედიცია გრძელდება. ქალქის განვითარების გრძელვადიან გეგმაში, კი რუსთავის სასახლის კონსერვაცია-რესტავტაციაა განსაზღვრული.