საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია

51

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ლევან მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია.

14 აგვისტოს, ქ. ტაშკენტში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში – „დამოუკიდებელი უზბეკეთი: განვითარების 35-წლიანი გზა – რეფორმები, შედეგები და პერსპექტივები“.

კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონისა და ფართო რეგიონის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, რომლებმაც უზბეკეთის განვითარების გამოცდილებასა და განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-უზბეკეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა. საქართველოს პარლამენტში მეგობრობის ჯგუფს ლევან მაჭავარიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან არსებული მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.