„დასრულდა ესე ზღაპარი, ვით სიზმარი ღამისა“, – ჩვენ ამას ვამბობდით, როგორც კი ე.წ. ალიანსი შეიქმნა, რომ რა თქმა უნდა, ამას მომავალი არ ეწერა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსიდან გასვლის საკითხის კომენტირებისას.
„თვითონვე, შექმნისთანავე მყისიერად თქვეს, რომ „ერთად ვართ, მაგრამ ცალ-ცალკე ვართ, ცალ-ცალკე გზები გვაქვს, მაგრამ სადღაც ერთად გადავიკვეთებით“. ჩვენ ვნახეთ, რომ არსად გადაიკვეთნენ. ერთადერთი, სადაც გადაკვეთა მოხდა, დაჭამეს ერთმანეთი. ვერც „ნაცმოძრაობა“ იგებს, სად შევიდა და საიდან გამოდის და ვერც ალიანსი გებულობს, „ნაცმოძრაობა“ შევიდა, თუ ისევ გადის?!“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.


