იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადების შესახებ: “გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს, დასვან კითხვა, საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ- სანამ სხვისი ფულის აღებაზე, ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე”

42

„რა უნდა ვთქვა ამ აბსურდზე, მაგრამ გვარამიას ქვეშევრდომებმა სჯობს დასვან კითხვა – საიდან ის 40 მილიონი, რითაც ისინი ფინანსდებოდნენ და შეიძლება დღემდე ფინანსდებიან. თან ამაზე მარტო ჩვენ არ ვლაპარაკობთ, აგერ მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ეს პრეტენზია”, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის გიგა ლემონჯავას განცხადების შესახებ.

“სანამ სხვისი ფულის აღებაზე ან სატელიტობაზე ილაპარაკებენ, როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ისე არ უნდა ილაპარაკონ ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა, თუ ფულის აღებაზე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.