ცოტნე ანანიძე NGO-ებს: “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით”

40

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეკა გიგაურის, თინა ხიდაშელის, გიორგი მშვენიერაძის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

„გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, მსოფლიო პრაქტიკაში ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი კატეგორიული უარყოფა ეწინააღმდეგება პატრიოტიზმს. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ საკუთარ თავს პატრიოტი ფაქტებს ვერ შეცვლით“, – წერს ანანიძე.