„ცალკე გვარამია, ცალკე ჩერგოლეიშვილი, ცალკე ჩარკვიანი გამოვიდა და ქუდს მერე უკეთებს ხოლმე სააკაშვილი. ეს არის მათი ბუნება. სამწუხარო ის არის, რომ ევრობიუროკრატია ამ ხალხზე გვეუბნებოდა, რომ აირჩიეთ ესენი, კოალიციას შექმნიანო“, – განაცხადა „ხალხის აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში და ზოგადად ამ ე.წ. კოალიციაში?! ერთ განცხადებაზე ვერ თანხმდება ეს ხალხი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.


