მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა

11

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც  სახელმწიფო რწმუნებულებთან  სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. დაისახა სამომავლო გეგმები პრიორიტეტების განსაზღვრასთან, საკითხების სწრაფი და ეფექტიანი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.