„არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოები, კონკრეტულად პროკურატურა, მათ შორის, გენერალურ პროკურორსაც კი, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის მოსმენის დროსაც ჰქონდა გაჟღერებული, რომ, თუ ადამიანი აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მოინანიებს საკუთარ ნამოქმედარს, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ჰუმანური“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„იგივე შემთხვევა არის, როდესაც პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა: ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და, შესაბამისად, გამოყენებულია შეწყალების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულებმა, მათ შორის აქციებზე დაკავებულმა რამდენიმე პირმა, საპატიმროები გუშინ დატოვეს.


