ნინო ფოჩხუა: “შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში”

37

ექსპერტი ნინო ფოჩხუა,  საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, მიერ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების საკითხს, რომლებმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მარიამობის დღეს პრეზიდენტმა, როგორც ყოველთვის, პატიმართა შეწყალებას მოაწერა ხელი, მაგრამ ეს შეწყალება გამორჩეული იყო. შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. იმედია აღარასოდეს გამოაყენებინებენ თავს ქვეყნის მტრებს. იმედი მაქვს სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში“, – წერს ფოჩხუა.