აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

90

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი გუშინ ღამით იპოვეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ასევე, ბინის დათვალიერებისას სამართალდამცველებს რაიმე საეჭვო გარემოება არ აღმოუჩენიათ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.